ექსკურსიის შესახებ
მოკლე მიმოხილვა და ძირითადი შთაბეჭდილებები
ორსაათიანი საღამოს გასეირნება გიდთან საახალწლოდ მორთულ ბათუმში — როცა ქალაქი ზღაპრად იქცევა. „ალი და ნინოს“ ფერადად განათებული ქანდაკებიდან ანბანის კოშკამდე, საშობაო პიაცადან ევროპის მოედნამდე, სადაც ბათუმის მთავარი ნაძვის ხე დგას.
ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში მორთული ვიტრინები, მყუდრო კაფეები და სადღესასწაულო მუსიკა დაგხვდებათ, გიდი კი ქალაქის ისტორიასა და საახალწლო ტრადიციებს მოგიყვებათ. ჯგუფური ტური 40 ₾-ია (12 წლამდე ბავშვი — 20 ₾), შესაძლებელია ინდივიდუალურადაც.


