ექსკურსიის შესახებ
მოკლე მიმოხილვა და ძირითადი შთაბეჭდილებები
ინდივიდუალური ტური მათთვის, ვინც ბათუმში უძრავი ქონების ყიდვაზე ან ინვესტიციაზე ფიქრობს — და ამავე დროს აჭარის გაცნობა უნდა. დღე ახალ ბულვარზე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრით იწყება, სადაც ქალაქის განვითარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ შეიტყობთ.
შემდეგ სამხრეთ აჭარას ვიცნობთ: ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერი, სარფის საზღვარი და მონასტერი, რომაული გონიო-აფსაროსის ციხე, პანორამა გონიოს ჯვრიდან, ღვინის დეგუსტაცია თამაზურის მარანში და სადილი თხილნარის ხეობაში, მდინარის პირას, კალმახით. დღე მახოს თამარის ხიდით და ევკალიპტის ხეივნით სრულდება.



