ექსკურსიის შესახებ
მოკლე მიმოხილვა და ძირითადი შთაბეჭდილებები
საღამოს გასვლა გურიის მთებში, რომელიც დღის ყველაზე ლამაზ საათებზეა გათვლილი. ბათუმიდან შუადღით გავდივართ, ზღვის სანაპიროს მივუყვებით და ოზურგეთის შემდეგ სერპანტინით მაღლა ავდივართ — ტყეებიდან ალპურ მდელოებამდე.
გომის მთაზე, დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლეზე, ღრუბლები ხშირად ფეხქვეშ გაქვთ და ქედის ქვემოთ თეთრ ზღვად იშლება. აქ სამი საათი გვაქვს: გასეირნება მდელოებზე, ფოტოები და მთის პიკნიკი მწვადით, ყველითა და ღვინით.
კულმინაცია მზის ჩასვლაა, როცა ღრუბლები და ფერდობები ოქროსფრად და ვარდისფრად ნათდება. ბინდისას ბათუმისკენ ვეშვებით. თან წაიღეთ თბილი ტანსაცმელი: საღამოს მთაზე გრილა.



