ექსკურსიის შესახებ
მოკლე მიმოხილვა და ძირითადი შთაბეჭდილებები
სამსაათიანი ინდივიდუალური ტური გიდთან ერთად — ბათუმის საუკეთესო ხედები ჯერ ქუჩებიდან, შემდეგ კი ზღვიდან. ძველ ქალაქში ვიწყებთ: ევროპის მოედანზე მედეას ძეგლი, იტალიური პიაცა და მისი საათიანი კოშკი, შემდეგ კი ზღვისპირა ბულვარით ანბანის კოშკამდე და „ალი და ნინოს“ მოძრავ ქანდაკებამდე მივდივართ. გზად გიდი ქალაქის ისტორიას, ლეგენდებს და საინტერესო ამბებს მოგიყვებათ.
სეირნობას საზღვაო სადგურთან ვასრულებთ, საიდანაც ორსართულიანი იახტით ნახევარსაათიან გასეირნებაზე გავდივართ. ზღვიდან ბათუმი სრულიად სხვანაირად ჩანს: ნავსადგური, ახალი ბულვარი, ცათამბჯენები, ეშმაკის ბორბალი და მთები ქალაქის ზურგს უკან.
მოკლე და მსუბუქი პროგრამაა იმ დღისთვის, როცა ბათუმის გაცნობა გინდათ, მაგრამ მთელი დღე არ გაქვთ. იდეალურია ოჯახებისთვის, წყვილებისთვის და პირველად ჩამოსული სტუმრებისთვის.


