ადგილის შესახებ
ერთი ადგილი, ბევრი შთაბეჭდილება
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გურიის ზღვისპირა კურორტ შეკვეთილშია, ურეკის მახლობლად. პარკში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ხეები და მცენარეები იზრდება, მათ შორის ასწლოვანი გიგანტური ხეები, რომლებიც აქ სპეციალურად გადმოარგეს. მოწესრიგებული ბილიკები, ტბორები და ხიდები პარკს მშვიდ სასეირნო ადგილად აქცევს. აქ ცხოვრობენ ვარდისფერი ფლამინგოები და ლემურები, ამიტომ პარკი ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. პარკში შესვლა უფასოა. ორშაბათობით და ხუთშაბათობით პარკი დაკეტილია.








