...
GeorgiaTripsGeorgiaTrips
  • მთავარი
  • ტურები
  • ადგილები
  • სასტუმროები
  • ტრანსპორტი
  • სტატიები
შესვლა
მთავარიტურებიადგილებისასტუმროებიტრანსპორტისტატიები
ენა
ვალუტა
შესვლა / რეგისტრაცია
ყველაზე პოპულარული ტურები საქართველოში
აირჩიეთ თქვენი მოგზაურობა

ყველაზე პოპულარული ტურები საქართველოში

გამოცადეთ დაუვიწყარი მოგზაურობა — ერთდღიანი ექსკურსიებიდან მრავალდღიან ტურებამდე მთელი საქართველოს მასშტაბით.

ტურების ფილტრი

მოიძებნა 3 ტური

ტროპიკული აჭარა — ზღვა, ციხე და ჩანჩქერებიტოპ არჩევანი
ინდივ.₾350
ჯგუფში₾70

ტროპიკული აჭარა — ზღვა, ციხე და ჩანჩქერები

აღმოაჩინეთ აჭარის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანი მარშრუტი, სადაც ერთ დღეში შეხვდებით ზღვის ულამაზეს ხედებს, უძველეს ციხესიმაგრეს, ტროპიკულ მცენარეებს, ჩანჩქერს, მთის ეკლესიას და ადგილობრივ სამზარეულოს. ტური იწყება მთაწმინდის წმინდა სამების ეკლესიიდან, რომელიც ბათუმის ზემოთ, მაღალ მთაზე მდებარეობს და ქალაქისა და შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ საუკეთესო პანორამულ ხედს გვთავაზობს. შემდეგ გავემართებით პეტრას ციხისკენ — VI საუკუნის ისტორიულ ციხესიმაგრეში, რომელიც ზღვისპირა კლდეზეა აგებული. აქ ძველი ისტორია და შავი ზღვის ულამაზესი პანორამა ერთ სივრცეში ერთიანდება. მოგზაურობა გაგრძელდება მიტოვებულ ლიმონარიუმში — ძველი საბჭოთა პერიოდის სათბურში, რომელსაც დღეს განსაკუთრებული, ოდნავ იდუმალი და ნოსტალგიური ატმოსფერო აქვს. შემდეგ გელოდებათ ტურის ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ნაწილი — ბანანის კორომი და ჩანჩქერი. მწვანე ტროპიკული მცენარეები, წყლის ხმა და ზღვის სიახლოვე ამ ადგილს განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს. მარშრუტის ბოლოს კი შეგიძლიათ დაისვენოთ ხის სანაპიროზე, დატკბეთ ზღვის ხედებით და, სეზონის შესაბამისად, ისარგებლოთ ცურვის შესაძლებლობით. ტურის დასასრულს გელოდებათ კალმახის ფერმა, სადაც გაეცნობით ადგილობრივ მეურნეობას და ბუნებრივ აუზებში გაზრდილ კალმახს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ახალი კალმახის დაგემოვნება და ადგილობრივი კერძებით სადილი ბუნებაში. ეს ტური იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ერთ დღეში ნახოს აჭარის ბუნება, ისტორია, ზღვა და ადგილობრივი ცხოვრების სტილი.

7 საათიაჭარა
მღვიმე, კანიონი და თერმული წყლებიტოპ არჩევანი
ინდივ.₾550
ჯგუფში₾110

მღვიმე, კანიონი და თერმული წყლები

გელოდებათ ერთდღიანი მოგზაურობა დასავლეთ საქართველოს ულამაზეს ბუნებრივ და კულტურულ ადგილებში, სადაც ერთმანეთს ერწყმის იდუმალი მიწისქვეშა სამყარო, შთამბეჭდავი კანიონი, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ბუნებრივი თერმული წყლები. მოგზაურობას ნოქალაქევის თერმული წყაროებიდან ვიწყებთ — ადგილი იდეალურია დასვენებისა და ბუნებაში განტვირთვისთვის. შემდეგ ვეწვევით მარტვილის კანიონს, სადაც კლდეებს, მდინარესა და მწვანე ხეობას შორის გასეირნება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. კანიონის დროებითი დახურვის შემთხვევაში შესაძლებელია მარტვილის ჩანჩქერის მონახულება. შემდეგ გავაგრძელებთ გზას ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ღვინის მარანში, სადაც გაეცნობით ქართული მეღვინეობის ტრადიციებს და სურვილის შემთხვევაში დააგემოვნებთ ადგილობრივ ღვინოს. ტურის დასასრულს გელოდებათ პრომეთეს მღვიმე — შთამბეჭდავი მიწისქვეშა სამყარო სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, მიწისქვეშა ტბებითა და ჩანჩქერებით.

14 საათისამეგრელო-ზემო სვანეთი
აღმოაჩინე მთიანი აჭარის საიდუმლოებებისაუკეთესო არჩევანი
ინდივ.₾450
ჯგუფში₾100

აღმოაჩინე მთიანი აჭარის საიდუმლოებები

ბათუმიდან სულ რამდენიმე საათში სრულიად სხვა საქართველო იწყება. მთიანი აჭარის გზაზე ერთმანეთს ხვდება ველური ბუნება, ჩანჩქერების ხმაური, უძველესი ხიდები, ისტორიული ციხე, ქართული ღვინო და ადგილობრივი სამზარეულო. ეს არ არის უბრალოდ რამდენიმე ღირსშესანიშნაობის მონახულება. ეს არის დღე, როდესაც ქალაქის ხმაურს ტოვებ და საქართველოს იმ მხარეს აღმოაჩენ, სადაც ბუნება და ტრადიციები ჯერ კიდევ ერთმანეთის ნაწილია. მოგზაურობა იწყება აჭარისწყლისა და ჭოროხის შესართავიდან და გრძელდება მთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მარშრუტით — ჩანჩქერებით, ისტორიული ძეგლებით, ღვინის დეგუსტაციითა და ადგილობრივი ქართული სამზარეულოთი. 10 საათი, ერთი დღე და უამრავი მიზეზი, რატომაც ამ მოგზაურობას ბათუმში ყოფნისას ვერ გამოტოვებ. დაჯავშნე შენი ადგილი და აღმოაჩინე მთიანი აჭარა ისე, როგორც პირველად ჩამოსულ სტუმარს ნამდვილად უნდა დაენახა საქართველო.

10 საათიაჭარა
GeorgiaTripsGeorgiaTrips

GeorgiaTrips — პრემიუმ კლასის ტურისტული კომპანია, რომელიც გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს საქართველოს მასშტაბით. VIP სერვისი, ტრანსფერები და დაუვიწყარი მოგზაურობა.

ტურები

  • ყაზბეგი & გერგეთი
  • ბათუმი & აჭარა
  • თბილისის ტური
  • კახეთის ღვინის ტური
  • სვანეთი / მესტია
  • სასტუმროები

სერვისები

  • ტურები
  • სასტუმროები
  • ტრანსპორტი
  • სტატიები
  • ჯავშნის სტატუსი
  • დაჯავშნა

კონტაქტი

+995 504 22 00 20
infogeorgiatrips@gmail.com
ბათუმი, ქუთაისის 27

© 2026 GeorgiaTrips. ყველა უფლება დაცულია.

Developed & Designed by@lominadzee10