ადგილის შესახებ
ერთი ადგილი, ბევრი შთაბეჭდილება
მარტვილის კანიონთან და მარტვილის მონასტერთან ძალიან ახლოს მდებარეობს ცნობილი „ოდას საოჯახო მარანი“. იგი გამოირჩევა ტრადიციული მეგრული ოდა-სახლით, ულამაზესი მწვანე ეზოთი და ადგილობრივი ღვინის კულტურის პოპულარიზაციით. მარანში მზადდება ნატურალური ქვევრის ღვინოები იშვიათი მეგრული ვაზის ჯიშებისგან, როგორიცაა ოჯალეში და ჩეჭეში. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული მეგრული კერძები და ქვევრის ღვინო მშვიდ, ავთენტურ გარემოში.








