ექსკურსიის შესახებ
მოკლე მიმოხილვა და ძირითადი შთაბეჭდილებები
ზღვიდან თოვლამდე ერთ დღეში: დილით ბათუმიდან გზაზე ვდგებით, ხულოში საუზმეზე — ხაჭაპურზე და ყავაზე — ვჩერდებით, ათ საათზე კი უკვე გოდერძის სათხილამურო კურორტზე, 2000 მეტრზე მაღლა ვართ.
კურორტზე შვიდი საათი გაქვთ: თხილამური ან სნოუბორდი მწვანე, ლურჯ და წითელ ტრასებზე, 4-კილომეტრიანი საბაგირო, თოვლის კვადროციკლები და თოვლმავლები. გზაზე გამავლობის მინივენით მიდიხართ. ჯგუფური ტური 150 ₾-ია (12 წლამდე ბავშვი — 120 ₾), შესაძლებელია ინდივიდუალურადაც. წაიღეთ სათადარიგო ტანსაცმელი.



