ადგილის შესახებ
ერთი ადგილი, ბევრი შთაბეჭდილება
უფლისციხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის ძვ. წ. I ათასწლეულში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდეში გამოკვეთეს. დღემდე შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ქუჩები, სახლები, მარნები, თეატრი და წარმართული სამლოცველოები, ხოლო ქალაქის თავზე IX-X საუკუნის სამეფო ბაზილიკა დგას. უფლისციხე გორიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, შიდა ქართლში, და მისი ბილიკებიდან მტკვრის ხეობის ლამაზი ხედი იშლება.











